ეკა ზღულაძე უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის თქმით, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ეკა ზღულაძეა. ამის შესახებ ავაკოვმა უკრაინის ერთ-ერთ ტელერხთან ინტერვიუში განაცხადა. ავაკოვის თქმით, ახალი პოლიციის ხელმძღვანელის კანდიდატურა ამჟამად განიხილება.
„გახდება თუ არა ეკა ზღულაძე ნაციონალური პოლიციის უფროსი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მის პირად გადაწყვეტილებაზე, ასევე შსს-ს რეფორმირებისთვის მისი გამოცდილების გამოყენების აუცილებლობაზე“, – განაცხადა ავაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები