საგამოძიებო სამსახურმა “სურსათის ეროვნული სააგენტოს” თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, თ. მ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. “გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების გვერდის ავლით, მოქალაქეზე გასცა ორი ერთეული ყალბი ვეტერინარული მოწმობა ე.წ. ფორმა N2, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები