ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დავით უსუფაშვილს ხვდებიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ხვდებიან. ბიზნესმენებთან შეხვედრას დეპუტატები: კობა ნაყოფია, ზურაბ ტყემალაძე, გელა სამხარაული და დავით ონოფრიშვილი ესწრებიან.
ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი აწუხებს და დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ასეთ თემაზე გამახვილდება ყურადღება. ჭირაქაძემ განსაკუთრებული ყურადღება კონკურენციის შესახებ კანონზე გაამახვილა.
“კონკურენციის შესახებ კანონთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ეკონომიკის სამინისტროსთან და ჩვენი ბევრი მოსაზრება კანონში გათვალისწინებულია. ამასთან, დარჩენილია საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ამაზეც ვაპირებთ საუბარს”, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჭირაქაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები