ვაშაძე მელიას სასარგებლოდ კანდიდატურას მოხსნის
„კვირას“ ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ მერობის ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას სასარგებლოდ კანდიდატურას მოხსნის. რამდენიმე წუთში ვაშაძე ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადებს. შეგახსენებთ, ვაშაძე და მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერისში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, თუმცა ვაშაძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ პრაიმერისი აღარ გაიმართება.