"უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ"

  უკრაინაში შექმნილი კრიზისი გვაიძულებს, უფრო ფხიზლად ვიყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
“ის ფაქტი, რომ 2008 წელს საქართველოში გამოყენებული რუსეთის სცენარი – როცა რუსეთმა სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიები, ახლა, 2014 წელს კიდევ ერთხელ გამოიყენება სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ამტკიცებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი პარტნიორები წინ ვერ აღვუდექით რუსეთს. დღეს მწუხარებით უნდა განვაცხადოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ და ჩვენ ვერ შევძელით გამოგვეყენებინა ეს ექვსი წელი, რათა გვეიძულებინა რუსეთი გაეაზრებინა, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მიერ ყირიმის მცხოვრებთათვის პასპორტების დარიგება, იმ ტაქტიკის ექოა, რომელიც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები