საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება

დღეიდან საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია იწყება. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესი პირველ საათზე დაიწყება და სულ 10 ათასამდე პატარა დარეგისტრირდება.
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები გაივლიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 ათასზე ნაკლებია. ასევე ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარები.
პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან იმ ოჯახის ბავშვებიც, რომელთა და ან ძმა უკვე სწავლობს კონკრეტულ ბაღში.
მეორე ეტაპი კი 8 ივლიის დაიწყება და პირველ ჯერზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები დარეგისტრირდებიან.
სექტემბრიდან 10 ათასს კიდევ 500 ადგილი დაემატება, მას შემედეგ რაც 4 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები