„აშშ ნატოს სხვა პარტნიორებთან იმისთვის თანამშრომლობს, რომ გააძლიეროს საქართველოს შემაკავებელი უნარი და შესაძლებლობები“

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, საქმიანობა როგორც კოლექტიურად, ისე ინდივიდუალურ ქვეყნებთან ერთად მიმდინარეობს, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ნატოს საწვრთნელი ცენტრის საქართველოში განთავსების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ თანამშრომლობს ნატოს სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ გააძლიეროს საქართველოს შემაკავებელი უნარი და შესაძლებლობები.
„ამჟამად, ნატოს და საქართველოს ურთიერთობებში არსებითი პაკეტის შესრულება მიმდინარეობს. ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ერთ-ერთი ნაწილი გახლავთ. აშშ თანამშრომლობს ნატოს სხვა პარტნიორებთან იმისთვის, რომ გააძლიეროს საქართველოს შემაკავებელი უნარი და შესაძლებლობები. ეს საქმიანობა მიმდინარეობს როგორც კოლექტიურად ნატოს ფარგლებში, ასევე, ინდივიდუალურად ქვეყნების მხრიდან. შაბათ-კვირას საქართველოში შემოვიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი. ზაფხულის ბოლოსკენ დაგეგმილია წვრთნები, სახელწოდებით „ეჯაილ სფირითი“. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ამით ხელი შეეწყობა“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები