DG-TV მოქალაქეებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური ხელსაწყოს მონტაჟს სთავაზობს

DG-TV მოქალაქეებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური ხელსაწყოს-სეთ-თოფ-ბოქსის მონტაჟს სთავაზობს, – ამის შესახებ DG-TV განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარდა ხელსაწყოს დამონტაჟებისა, მათ, ვინც ჯერაც ვერ მოახერხა ხელსაწყოს ყიდვა, DG-TV მომხმარებელს საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ, ქართული მენიუს მქონე სეთ-თოფ-ბოქსებსაც სთავაზობს.
„კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 1 ივლისიდან ეტაპობრივად გადადის. ხვალ, დილის ათი საათიდან ანალოგური სიგნალი გაითიშება თბილისსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებზე. რეგიონები კი მომდევნო 6 კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გადავლენ მაუწყებლობის თანამედროვე ფორმატზე. საკითხის აქტუალობიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, DG-TV დღეიდან აღნიშნულ პროცესს უერთდება და ჩვენს თანამოქალაქეებს ციფრული სიგნალის მიმღები სპეციალური ხელსაწყოს-სეთ-თოფ-ბოქსის მონტაჟს სთავაზობს. მათ, ვინც უკვე შეიძინა ეს ხელსაწყო და გარკვეული მიზეზების გამო ვერ დამონტაჟა იგი, შეუძლია დაურეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე-250-00-10. ამის შემდეგ, DG-TV თანამშრომლები ოპერატიულად მოვლენ თქვენს მიერ დასახელებულ მისამართზე და მინიმალურ დროში დაგიმონტაჟებენ სეთ-თოფ-ბოქსებს. DG-TV კიდევ ერთ მომსახურებას გთვაზობთ: თუ თქვენ ამ დრომდე ჯერ კიდევ ვერ მოახერხეთ სეთ-თოფ-ბოქსების ყიდვა, კომპანია წარმოგიდგენთ საქართველოს ბაზრისთვის ადაპტირებულ, ქართული მენიუს მქონე სეთ-თოფ-ბოქსებსაც. დაზოგეთ დრო და თანხები, დარეკთ ნომერზე 250-00-10 და მიიღეთ გარანტირებული კვალიფიციური მომსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები