კარალეთში კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში კოტეჯების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო თიღვის, ერედვისა და ქურთის მუნიციპალიტეტების თანადაფინანსებით 215 კოტეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.