29 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ორშაბათს, 29 ივნისს, დედაქალაქის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორამციას კომპანია “თელასი” იუწყება.
როგორც “თელასის” განცხადებაშია ნათქვამი, ელექტრომომარაგება დროებით რამდენიმე რაიონში დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ძმები ზუბალაშვილების ჩიხის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, ნიკოლაძის, ეკალაძის, მაჭავარიანის, ჭოველიძის, მილორავას, ბელინსკის, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, შევჩენკოს და აბაკელიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის და ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გარიშვილების, კაკაბაძის, სადმელის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, ჟღენტის, ჩარგლის, ურეკის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ტყიბულის, შტილის, საჩხერის, ცოდნისკარის, ქსნის და არბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთაველის გამზირის, კოსტავას I შესახვევის, ვერეს შესახვევის, ვერის პარკის, ინგოროყვას, სულხან-საბას, ლეონიძის, ჩიტაძის, ასათიანის, ქუთათელაძის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის და კვალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, მარნეულის, ვაგზლის, სადგურის და უცნობის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხონის, სალხინოს, სენაკის, ლებარდოს, ქვალონის, ცაიშის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის, აბაშის, ლანჩხუთის, ტაშირის, თეკლეთის, დოდო აბაშიძის და მაიაკოვსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, ყიფიანის, ფოთის, ქუთაისის, ბაგრატიონის, ცაბაძის, ევდოშვილის და გაფრინდაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, ჭილაძის ქუჩების, სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონების, სოფელ დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, აეროპორტის დასახლების, ორხევის გასასვლელის, ჯავახეთის I და III შესახვევის, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის და თვალჭრელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხახანაშვილის, ახმეტის, წინანდლის და გუთნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები