სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 21-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრებიან, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.
140 ახალწვეული საზეიმო ფიცს დადებს, რის შემდეგაც სდსს-ის ქვედანაყოფების მარში შესრულდება.
“მე იმედს გამოვთქვამ, რომ ახალწვეულებს ერთი წლის განმავლობაში, რა პერიოდშიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, ჩამოუყალიბდებათ სამსახურისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, მათ შორის, წარმატებულები დავასაქმოთ. მინდა თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო, ასევე მადლობა გადავუხადო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მთელ კოლექტივს”, – განაცხადა სდსს-ს უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.