რევაზ მიშველაძე ინგა გრიგოლიას: თქვენი გადაცემა რომ მთავრდება, 15 წუთი ვძიგძიგებ
ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქცია“ მწერალმა რევაზ მიშველაძემ გადაცემის წამყვან ინგა გრიგოლიასთან მისამართით იხუმრა და აღნიშნა, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ „15 წუთი ძიგძიგებს“, მწერალმა ინგა გრიგოლიას ტემპერამენტიანი უწოდა.
“მე თქვენი ყურადღებიანი მსმენელი და მაყურებელი ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალისტობა და თქვენი პოლიტიკოსობაც ძალიან მომწონდა, მაგრამ თქვენი გადაცემა რომ მთავრდება, 15 წუთი ვძიგძიგებ, ოთახში გავდი-გამოვდივარ“, – აღნიშნა რევაზ მიშველაძემ.