ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა “ჰუალინგ ჯგუფმა” შეიძინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა “ჰუალინგ ჯგუფმა” შეიძინა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი კომპანიის წარმომადგენელია. “26 ივნისს, თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამართულ აუქციონზე, “ჰუალინგ ჯგუფმა” აღნიშნული შენობა 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა. “ჰუალინგ ჯგუფი” აუქციონის პირობებით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულებების შესაბამისად, 3 წლის ვადაში არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობას გეგმავს”, – აცხადებენ კომპანიაში.
“ჰუალინგ ჯგუფმა” საქართველოში ინვესტირება 2007 წლიდან დაიწყო და 5 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. საინვესტიციო კაპიტალმა 2014 წლის ბოლოსთვის 500 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შეიქმნა 3000–ზე მეტი სამუშაო ადგილი. პროექტებს შორის აღსანიშნავია მასშტაბური დეველოპერული პროექტი _ “ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი”, სადაც განთავსებულია “თბილისი 2015”-ის ოლიმპიური სოფელი, სავაჭრო კომპლექსი “ჰუალინგი. თბილისის ზღვის პლაზა”, “ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა”, “ბაზისბანკი”, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები