„კრედიუმი“ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად(ფოტოკოლაჟი)

ონლაინ სწრაფი სესხების კომპანია „კრედიუმ ჯორჯია“ სხვა ბიზნეს კომპანიებთან ერთად სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების აქციაში ჩაერთო. კომპანია „კრედიუმის“ წარმომადგენლებმა თანადგომა სტიქიის შედეგად დაზარალებულ 42 ოჯახს გამოუცხადა, რომლებიც სასტუმრო „ლევილში“, “აისბერგში,“ “ჯორჯია-444, “ და „მერლინში“ არიან განთავსებულნი. „კრედიუმის“ წარმომადგენლებმა დაზარალებულებს ერთ-ერთი ჰიპერმარკეტის ფულადი ვაუჩერები გადასცეს, 30-მა ბავშვმა კი საჩუქრად წიგნები, სახატავები და სხვადასხვა სახის ნივთები მიიღეს. „კრედიუმ ჯორჯია“ კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით მსგავსი აქციები მომავალშიც იგეგმება. “ კომპანია თავს არასდროს არიდებს სოციალურ პასუხისმგებლობას“-აცხადებენ კომპანიაში.

11270142_384567088416147_2095566852_n

11657560_384567085082814_686197883_n

11652243_384567091749480_562614650_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები