ურჩობის გამო მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლს ორი კვირით მუშაობა აეკრძალა

გამაგრილებელი სისტემის ჩაურთველობის გამო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ რამდენიმე მძღოლს ორი კვირით მიკროავტობუსის მართვა აუკრძალა, ნაწილს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
„მიუხედავად გაფრთხილებებისა, ზაფხულის ცხელ დღეებში მგზავრობისას კონდიციონერი არ ჩართეს შემდეგმა მძღოლებმა: N149 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლებმა: ზ. გ.-მ და კ. ჭ-მა; N51-ის მძღოლებმა: რ. მ.-მ და მ. ს.-მ; N128-ის მძღოლმა ზ. ჯ.-მ; N55-ის მძღოლმა თ. ჩ.-მ; N176-ის მძღოლმა ი. ე.-მ; N212-ის მძღოლმა ჯ. ჯ.-მ და N50-ის მძღოლმა თ. ც.-მ;
ზემოხსენებულ პირებს ა.წ. 27 ივნისიდან ორი კვირით აეკრძალათ მარშრუტზე მუშაობა. N83 სამარშრუტო მ/ავტობუსის მძღოლს, ს. ო.-ს არ ჰქონდა ჩართული კონდიციონერი და, ამავე დროს, მოძრაობისას ეწეოდა სიგარეტს, ამ უკანასკნელს ა.წ. 27 ივნისადან ერთი თვის განმავლობაში აეკრძალა მუშაობა“,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები