ეკონომიკის სამინისტროს შენობა 9 450 000 დოლარად გაიყიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა აუქციონის წესით 9 450 000 დოლარად გაიყიდა – ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე წუთის წინ გახდა. თბილისში, ჭანტურიას ქუჩა 12-ში მდებარე შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებული აუქციონი ცოტა ხნი წინ დასრულდა.
აუქიონის შედეგების მიხედვით, შენობა 9 450 000.00 USD (21766185.00 GEL) გაიყიდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა განთავსებული, პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად 29 მაისს ამოიტანა.
“ძირითადი საინვესტიციო ვალდებულებაა მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არა ნაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება”, – განაცხადა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე სისაურმა.
უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს 4.200 კვ.მ. და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას, ფართით 11.200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კონკრეტულად ვინ შეიძინა შენობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები