ვაკეში მამაკაცი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია
ვაკე-საბურთალოს გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებულს ჭრილობა ცივი იარაღით ხელის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. უწყება დამატებით დეტალებს ცოტა ხანში გაავრცელებს.