ე.წ. კაბელების საქმის განხილვის შეწყვეტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა

ე.წ. კაბელების საქმის განხილვის შეწყვეტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. საკითხზე საქმის არსებითი განხილვა 10 ივლისიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, პროკურატურის შუამდგომლობით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული, თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანი ორი კვირის წინ გირაოს გარეშე გაათავისუფლეს. საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი წინადადებით სასამართლოს დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ამოწურვის არგუმენტით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები