საფრანგეთის მოქალაქეები ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას შეეცადნენ

 

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო-გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას საფრანგეთის ორი მოქალაქე შეეცადა.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები