მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო – გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქე გ.მ სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა. ასევე მგზავრს არადეკლარირებული ოქროს ნივთები პირადი დათვალიერებისას აღმოაჩნდა. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1932,09 აშშ დოლარი.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 4345,66 ლარის ოდენობით.