ლადო ჭანტურია გერმანიის კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელს, იორგ ცირკეს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს იორგ ცირკეს საქართველოში დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის საკითხები. გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი თბილისს აპრილში ეწვევა. შეხვედრაზე იორგ ცირკემ ისაუბრა გერმანიის რესპუბლიკაში რუსულ-ევრაზიული კრიმინალური სამყაროს დანაშაულებრივ საქმიანობაზე. ცირკემ საქართველოს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. მათ შორის აღნიშნულ სფეროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, კრიმინალისტიკური ტექნიკით მათი აღჭურვის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გამოყენების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები