ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს
3 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, წარმოდგენილი იქნება ზ. ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა „დაისი“.
13 ივნისს თბილისში მომხდარმა ფაქტმა შეძრა სრულიად საქართველო. ქუთაისის ოპერის თეატრი თანაუგრძნობს დაზარალებულ ოჯახებს და სპექტაკლზე შემოსული თანხა გადაირიცხება დახმარების ფონდში. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში / ბილეთების ჯავშანი: 0431 24 50 53.