რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავის მე-19 მიკრორაონში, წუხელ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ ახალგაზრდა მამაკაცის გვამი გამთენიისას შენიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლის ახალგაზრდაა, რომელიც გუშინ რუსთავში სტუმრად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები