აბასთუმნის 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ამ დროისათვის, კურორტ აბასთუმნის 915 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ქვესაგურიდან წყლის ამოტუმბვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, ადგილზე სამუშაოები 18 ივნისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
გიორგი ბალახაშვილის თქმით, ადგილზე სადრენაჟე არხის გაჭრა გადაწყდა, რათა დატბორილი ქვესადგური წყლისგან დაიცალოს. მისივე თქმით, მოსახლეობას ელექტროენერგია სავარაუდოდ დღის ბოლოს აღუდგება.
კურორტი აბასთუმანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.