კომპანია „RMG“ სტიქიით დაზარალებულებს 1 მილიონი ლარით დაეხმარება

კომპანია „RMG“ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, თანავუგრძნობთ ყველა დაზარალებულს, თანაგრძნობას და პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კომპანია „Rich Metals Group“-ი გამოყოფს ფულად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება“ – ნათქვამია კომპანია „RMG“-ის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები