თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის” ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის, ბარალეთის, წერეთლის და კუიბიშევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II მიკრორაიონის, ქიზიყის, პოლიციის, სამასი არაგველის, ფრანგულიანის და ღლონტის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, ჩაბალის, ვეძისის, ლიხის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის და გიგაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ოჟიოს, კოსტავას, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის შესახვევის და კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მეტრეველის, ქურდიანის, იამანიძის და ბათუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.