შსს-ს წარმომადგენელი: ვაკეში მტაცებლის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა

ვაკეში ვეფხვის არსებობის ფაქტი არ დადასტურდა, ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს წარმომადგენელმა სპეცოპერაციის ადგილზე მიაწოდა.
„შემოსული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის ადგილი გადამოწმდა. შემოსული იყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ვაკეში ვეფხვი შენიშნეს, თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო და ვეფხვის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა“, – აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა ჟუნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები