ზურაბ გურიელიძე: ეს ყველაფერი ჩემი ბრალია

„ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“,-ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს, შუადღისას ზოოპარკიდან გაქცეული თეთრი ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მამაკაცის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ სტიქიის საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა და რის შესახებაც გუშინაც განვაცხადე, რომ შევაჯამეთ ინფორმაცია, მივიღეთ ასეთი შედეგი. ამის მიუხედავად, შსს მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო მოკლულად, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ-ერთ შენობაში. და, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა“,-განაცხადა გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები