მელიქიშვილის გამზირზე გზის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის ჩანგრეული ნაწილის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩანგრეული მონაკვეთი სპეციალური რკინის კონსტრუქციითაა შემოსაზღვრული, ამიტომ ავტომობილები თავისუფლად გადაადგილდებიან. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სპეციალისტები.
მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზის მცირე ნაწილი წუხელ, გვიან ღამით ჩაინგრა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩანგრეული მონაკვეთი სპეციალური ლენტით გუშინვე შემოსაზღვრეს და საავტომობილო მოძრაობას პრობლემები არც გუშინ შექმნია.
ცნობისთვის: დედაქალაქში მოსულმა უხვა ნალექმა ქალაქის ინფრასტრუქტურას პრობლემები შეუქმნა და რამდენიმე ადგილას სავტომობილო გზის ნაწილი ჩაინგრა.