სასწრაფოდ: დაკარგული დებიდან ერთ-ერთი გარდაცვლილი იპოვეს

დაკარგული დებიდან ერთ-ერთი, ინდირა ზარანდია გარდაცვლილი იპოვნეს. როგორც “კვირასთან“ საუბრისას ზარანდიების ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, ახალგაზრდა გოგონას ცხედარი მზიურის ტერიტორიის მიმდებარედ ნახეს. ამ დრომდე ვერ ხერხდება გარდაცვლილის დის,  ლიზი ზარანდიას და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდის – სერგო კაპანაძის პოვნა.
დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. მათთან კონტაქტი წუხელ, დაახლოებით ათ საათზე გაწყდა. ახლობლები მათ მობილურ ტელეფონზე ვეღარ დაუკავშირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები