თბილისში ავტომანქანა ბოძს შეეჯახა – არიან დაშავებულები

 

თბილისში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა. აღნიშნულის შედეგად ავტომანქანაში მსხდომი სამი პირი მსუბუქად დაშავდა. ისინი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები