რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის გოგონა დაშავდა. მე-18 სკოლის მოსწავლეები გადასასვლელზე, ე.წ. ზებრაზე გადადიოდნენ, როდესაც მას “ბე- ემ- ვეს” მარკის ავტომობილი დაეჯახა. დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა, არსებული ინფორმაციით, გოგონას გონება არ დაუკარგავს. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები