ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს დაფარვის არეალში ვანუატუც მოექცევა

  ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს დაფარვის არეალში ამიერიდან ვანუატუც მოექცევა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში, რომელიც ასევე აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოასა და ფიჯის რესპუბლიკაში, კიდევ ორი სახელმწიფო – ვანუატუ და სოლომონის კუნძულები დაემატა.
საქართველომ და ვანუატუმ, რომელმაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჯერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო, შემდეგ კი ეს აღიარება უკან წაიღო, 2013 წლის 12 ივლისს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით ვანუატუმ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები