კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს

კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში 22 წლის ჯარისკაცის ცხედარი აღმოაჩინეს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა გ.კ – მ სასწავლო ცენტრის ტერიტორია დატოვა და ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თავი ჩამოიხრჩო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები