საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და “ჯი-პი-აი ჰოლდინგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და “ჯიპიაი ჰოლდინგს“ – შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, და „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე. აღნიშნული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“, ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გავხადოთ მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, როგორც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების მხრივ, ასევე სოლიდარობის ფონდის საქმიანობის გაფართოების მიმართულებით.

2015 წლის 3 ივნისს, საერთო ჯამში, სოლიდარობის ფონდმა უკვე დაამტკიცა 112 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება, მათ შორის 64 შემთხვევაში საქართველოში, ხოლო 48 შემთხვევაში როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ (გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში). სოლიდარობის ფონდის გარშემო უკვე გაერთიანდა 240 საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომელი, 18 კერძო კომპანია და 53 სტუდენტური ორგანიზაცია. სწორედ ამ ერთიანობამ გახადა შესაძლებელი სოლიდარობის ფონდში 2 800 000 ლარზე მეტი თანხის მობილიზება და 112 ბავშვის დაფინანსების დამტკიცება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები