ლია ჯახველაძე კოლეჯ „სპექტრს“ 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესტუმრა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრს“ 124-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან და ამავე სკოლის IX, X და XI კლასელ მოსაწვლეებთან ერთად ესტუმრა.
სასწავლებლის ადმინისტრაციამ მოწვეულ სტუმრებს კოლეჯის საქმიანობის, სტრატეგიული განვითარების, სამომავლო გეგმებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. როგორც ლია ჯახველაძემ აღნიშნა, შეხვედრის მიზანია, მოქალაქეებს უფრო დეტალურად განემარტოთ პროფესიული განათლების მნიშვნელობა.
„სამაჟორიტარო ბიუროს მუშაობა ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჩვენი მოქალაქეებისათვის. მიმაჩნია, რომ ჩვენი ვალია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ისეთი სასწავლებლების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთა პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფენ. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ სასწავლებელზეა საუბარი“,- განაცხადა ლია ჯახველაძემ.
მისივე თქმით, სასწავლებელი საზოგადოებას შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად კონკურენტუნარიანი კადრების რაოდენობის გაზრდის, საკუთარი საქმიანობის წამოსაწყებად საჭირო უნარ-ჩვევების შეძენის, ასაკის შეუზღუდავად განათლების მიღებისა და თვითრეაბილიტაციის საშუალებას აძლევს.
პროფესიული განათლების სისტემის შესაბამისი დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია. მანვე აღნიშნა, რომ „სპექტრი“ 150-ზე მეტ მსხვილ კერძო კომპანიასთან თანამშრომლობს და კოლეჯში 1,5 მლნ ევროს ინვესტირება მხოლოდ ბოლო თხუთმეტი თვის განმავლობაში განხორციელდა.
„მიმაჩნია, რომ საკრებულოსა და მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობა პროფესიული განათლების მიმართულებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამიტომ, თუ ჩვენი თანამაშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხითაც“-აღნიშნა მათე ტაკიძემ.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელს წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროგრამებს საქრთველოში მიმდინარე განათლების რეფორმის მიხედვით ახორციელებს, სადაც ყოველწლიურად, 25 პროფესიულ პროგრამაზე 1000 სტუდენტზე მეტი იღებს განათლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები