“ღია მმართველობის პარტნიორობის“ კონფერენციაზე შსს-მ ოფიციალური ვებგვერდის police.ge-ის ხმოვანი ვერსია voice.police.ge წარმოადგინა

“ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) კონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ვებგვერდის police.ge-ის ხმოვანი ვერსია voice.police.ge წარმოადგინა, რომელიც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უსინათლოთათვის და მხედველობადაქვეითებული პირებისთვის შექმნა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი არის უნიკალური და საქართველოში მას ანალოგი არ გააჩნია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო დეპარტამენტის მიერ დამზადებული, ბრაელის შრიფტით დაბეჭდილი საინფორმაციო ბროშურები.

OGP-ის სამოქმედო გეგმის და სამინისტროს მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა ასევე დანერგა ონლაინკონსულტაციის მექანიზმები.

საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით და მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, police.ge-ზე განთავსდა ონლაინკონსულტაცია, რომლის მეშვეობით მოქალაქეს საშუალება აქვს, ონლაინ დასვას კითხვა და ოპერატიულად მიიღოს მისთვის სასურველი ზუსტი ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები