“კომაროვის” სკოლაში ელექტროსადენებისგან გაჩენილი კვამლის გამო სწავლა ჩაიშალა

“კომაროვის” სახელით ცნობილ 199-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით ჩაიშალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ერთ-ერთ კლასში ელექტროსადენებისგან გაჩენილი კვამლი გახდა.
სასწავლებლის მესამე სართულზე მყოფი ბავშვების ევაკუაცია სკოლის პედაგოგებმა განახორციელეს. ადგილზე გამოძახებული იყო სახანძრო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სკოლაში ამბობენ, რომ ელექტროსადენები შენობაში ბოლო 50 წელია, არ შეცვლილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები