კახა შარტავა პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

  პარტია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავა თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. პარტიის ერთ-ერთი წევრის ანი მიროტაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს. კახა შარტავა „ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელია და ის თავმჯდომარის პოსტს 8 წელი იკავებდა.
„ეს ტექნიკური პროცესია, რადგანაც პარტიის წესდება არ იძლევა საშუალებას ორჯერ ზედიზედ ორი ვადის გასვლის შემდეგ ისევ თავმჯდომარის პოსტზე დარჩე,” – აცხადებს ანი მიროტაძე. პარტიის ყრილობასმარტის ბოლოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები