თარაშ შურღაიამ დიღმის ტყის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო

დიღმის მასივში დასუფთავების აქცია გრძელდება. ღონისძიებები თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ინიციატივითა და შ.პ.ს ”თბილსერვის ჯგუფი”-ის ძალისხმევით ხორციელდება.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაში, რომელიც დიღმის ტყისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას მოიცავდა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და მისი ბიუროს წევრებმა პირადად მიიღეს მონაწილეობა. თარაშ შურღაია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, დაიცვან სისუფთავე და საყოფაცხოვრებო ნარჩენები განათავსონ სპეციალურ ნაგავშემკრებ კონტეინერებში.
დასუფთავების ღონისძიებები პერმანენტულად მიმდინარეობს დიღმის მასივის სკვერებში, მდინარე დიღმურას სანაპიროზე და შიდა ეზოებში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები