გარდაცვლილი პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრები ახალ ბინაში მივიდნენ – ფოტოკოლაჟი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრები დღეს იმ ბინაში მივიდნენ, რომლის გასაღები მათ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ ბორჯომში გადასცა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს ბინის გასაღები გუშინ გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერისა და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნის ცერემონიაზე პირადად გადასცა.
კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდ დიღომში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა, 6 თებერვალს კი ბერუაშვილი გარდაიცვალა.