200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი ჩაიბარა. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში, თავისუფლების მოედანზეპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები