„გუდვილის“ პარკირებით სარგებლობის წესებმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ადმინისტრაციის ბუკლეტი, რომელსაც ვაკის ჰიპერმარკეტის ავტოსადგომის მომხმარებლებს ურიგებენ.
ბუკლეტზე შემდეგი განცხადებაა: „გუდვილის ავტოსადგომით სარგებლობის წესები“ პირველი საათის საფასური – 2ლ. ყოველი მომდევნო საათის საფასური – 3ლ. პარკირების დატოვებისას წარმოდგენილი უნდა იყოს გუდვილის ჩეკი მინიმუმ 15 ლარზე, ჩეკზე მითითებული დრო უნდა ემთხვეოდეს მანქანის დგომის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსადგომით სარგებლობის საფასური გაიზრდება 15 ლარით.
„გუდვილს“ არაერთმა მომხმარებელმა მიმართა, რაზეც კომპანიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა და პარკირების მაღალი საფასური შენობის მფლობელი კომპანიის გადაწყვეტილებით ახსნა.
„ძვირფასო მომხმარებელო! თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მოგახსენებთ, რომ პარკირების წესი ეხება მხოლოდ „გუდვილის“ ვაკის ფილიალს და, რა თქმა უნდა, არ ვრცელდება „გუდვილის“ არც ერთ სხვა ფილიალზე, რომელთა პარკირება ყოველთვის უფასო იყო „გუდვილის“ მომხარებლისათვის. პიქსელის შენობაში არსებული პარკირების შეზღუდვები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პიქსელმა (რომელსაც ეკუთვნის შენობის პარკირების 100%) ტოტალურად აკრძალა „გუდვილისთვის“ პარკირების ადგილების გამოყოფა, რაც თითქმის ორი თვის განმავლობაში დიდ დისკომფორტს უქმნიდა ჩვენს ერთგულ მომხმარებლს.
ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, აღმოგვეფხვრა არსებული პრობლემა. თუმცა, ამ ეტაპზე მოვახერხეთ, დაგვებრუნებინა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პარკირების ადგილები. რაც შეეხება ხსენებულ ტარიფებს, დაწესებულია მხოლოდ და მხოლოდ „გუდვილის“ ერთგული მომხმარებლის ინტერესების დასაცავად (რაც ნიშნავს იმას, რომ მოპოვებული პარკირების ადგილებით ისარგებლოს მხოლოდ „გუდვილის“ მომხმარებელმა). გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს და გაითვალისწინოთ ისიც, რომ ვაკის პიქსელში პარკირება ბოლო პერიოდში ფასიანი გახლდათ“, – ნათქვამია „გუდვილის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები