სენაკში მომხდარ ავარიას დედა და შვილები ემსხვერპლნენ

სენაკში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედას და მის ორ მცირეწლოვან შვილს დაეჯახა, სამივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება მძღოლის მდგომარეობას ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით რაც, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები