„ოქრუაშვილი მოსკოვშიც რამდენჯერმე იყო… გაგვცეს პასუხი, იქ რას აკეთებდა?"

  შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს შოთა უტიაშვილს არ აინტერესებს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური განცხადებები. როგორც „კვირას“ შოთა უტიაშვილმა განუცხადა, მისთვის არ არის საინტერესო, თუ რა თანამდებობას დაიკავებს გორში ირაკლი ოქრუაშვილი. თუმცა, შოთა უტიაშვილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ არ გასცა პასუხი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა კითხვას, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი?
„ეგ კაცი, ირაკლი ოქრუაშვილი რუსულ პროპაგანდისტულ ფილმებში მონაწილეობდა, სადაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ გამოდიოდა. მოსკოვშიც რამდენჯერმე იყო… არსებობს ინფორმაცია, რომ ის იყო ცხინვალშიც და ვლადიკავკაზშიც. ომის მერეც… სანამ პოლიტიკური განცხადებების კეთებას დაიწყებს, გაგვცეს პასუხი, იქ რას აკეთებდა? still1116_00012-390x210მანამდე არაფერი მაინტერესებს ირაკლი ოქრუაშვილის შესახებ, არც ის, გორში რა თანამდებობას დაიკავებს. საინტერესოა, რატომ მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდისტულ სამარცხვინო ფილმებში, რომლებიც რუსულ სატელევიზიო არხებზე გადიოდა. ვის დაკვეთას ასრულებდა? ვისი დავალებით მონაწილეობდა, თორემ, მისი პოლიტიკური მომავალი არავის არ აინტერესებს“, – აღნიშნა შოთა უტიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „რეაქციას“ სტუმრობდა. ირაკლი ოქრუაშვილმა, გადაცემის წამყვანის კითხვას, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს, არ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები