თავდაცვის სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნა იგეგმება

სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაჭრილი მებრძოლებისთვის კონსულტაციების გაწევისა და მათი დახმარების მიზნით თავდაცვის სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნა იგეგმება.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს უწყება, სადაც ადამიანები მივლენ და ყველა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ.

“შევხვდი სხვადასხვა ბრძოლაში დაჭრილ მეომრებს. განვიხილეთ ბევრი საკითხი. არსებობს საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს. ჩვენ პირობა მივეცით მათ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა კანონპროექტი მზად გვექნება და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. ასევე, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭრა. იგეგმება ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც მხოლოდ ამ საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ამ წუთის მდგომარეობით, თავდაცვის სამინისტროში ერთადერთი ადამიანი მუშაობდა მხოლოდ ამ თემებზე და ვფიქრობ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს უწყება, სადაც ეს ადამიანები მივლენ და ყველა კითხვაზე კონკრეტულ პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები