„არავისი საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად“

არავისი საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო “რედისონში” განაცხადა.

დავით ნარმანია იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მას ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება.

“თბილისის მერია ძალიან დიდი უწყებაა და მერს რაში ჭირდება მრჩევლები, ეს იცის მერმა. არავის საქმე არ არის, რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს და ვის დანიშნავს მრჩევლად. ეს არის მერის დისკრეციული უფლებამოსილება. მანდეთ ეს საკითხი და იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კიდეც მერიის სისტემაში და გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ უშუალოდ ჩემი დაქვემდებარების ქვეშ იქნებიან”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები