კახეთში ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გომბორის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ უჯარმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მათივე თქმით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ავარიის დროს, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი “ტოიტას” და ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

“ოპელის” მძღოლი და ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისინი თურქეთში სამუშაოდ მიდიოდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები