ქართული კომპანიები ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული კომპანიები ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში – World Food Azerbaijan-2015 მონაწილეობენ. გამოფენის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის გოჩა ცოფურიშვილის ხელმძღვანელობით ესწრებოდნენ.

გამოფენას World Food Azerbaijan-2015 აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა, რომელმაც საქართველოს სტენდიც დაათვალიერა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველო პირველად არის წარმოდგენილი ასეთი მრავალფეროვანი პროდუქციით. ილჰამ ალიევმა ქართველ მეწარმეებს წარმატებები უსურვა.

ბაქოში გამართულ გამოფენაში 47 ქვეყნის 250-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა 8 კომპანიამ: “სნო”, “ნაბეღლავი”, “მარნეულის სასურსათო ქარხანა”, “ბაგრატიონი”, “ბარამბო”, “მილდიანი”, “ევრონატი” და “ლივო”.

World Food Azerbaijan-2015-ს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები