კახა კახიშვილი: განცხადებებს “კანონიერი ქურდებიც” წერენ

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ კახა კახიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, პატიმართა მხრიდან საჩივრების წერის ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც კახიშვილმა განაცხადა, უკმაყოფილება გამოწვეულია, ძირითადად, იმით, რომ პატიმრებს დახურული ტიპის დაწესებულებიდან ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლა სურთ.

„საიდან არის, უფრო მეტი საჩივარი სახალხო დამცველის ოფისში შემოსული? – ბათუმიდან, ქუთაისიდან, მერვე დაწესებულებიდან და მეშვიდედან. რატომ? – იქიდან ცდილობენ ღია ტიპის დაწესებულებაში გადასვლას და ამიტომ არის საჩივრების რაოდენობა გაზრდილი“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისვე თქმით, საქმე იქამდეც მივიდა, როდესაც განცხადებებს კანონიერი ქურდებიც წერენ.

„მეუბნებით, 2007 წელთან შედარებით არასათანადო მოპყრობაზე საჩივრების რაოდენობა გაიზარდაო და გახსოვთ, მაშინ, რამდენი საჩივარი იყო? – ნული, იმიტომ კი არა, რომ არავის აწამებდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ განცხადებებს არ აწერინებდნენ. ახლა, როცა მათ განცხადების დაწერის უფლება აქვთ, წერენ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და არა განცხადებების რაოდენობა. თქვენ კარგად იცით, რომ ზოგიერთი განცხადება საფუძველს მოკლებულია და რაღაც საფუძვლებს ემსახურება. იქამდეც კი მივედით, როდესაც განცხადებებს კანონიერი ქურდებიც წერენ“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები